რეალურ დროში კონტროლი

აკონტროლეთ თქვენი მანქანები რეალურ დროში (Live) - გაიგეთ ადგილმდებარეობა, სიჩქარე და მიმართულება.




გადაადგილების ისტორიის ნახვა

აირჩიეთ კალენდარზე შესაბამისი პერიოდი და ნახეთ რუკაზე რა მარშრუტი გაირა და რა სიჩქარით მოძრაობდა ავტომობილი. ჩვენი სისტემა ინახავს ბოლო ერთი წლის ინფორმაციას.




გაჩერებების ნახვა

ნახეთ სად და რამდენ ხანს გაჩერდა თქვენი ავტომობილი.



ოდომეტრის კონტროლი

შეიყვანეთ სისტემაში საწყისი ოდომეტრის მაჩვენებელი და ჩვენი სისტემა ავტომატურად აითვლის განვლილ კილომეტრაჟს. შესაბამისი ანგარიში შეგიძლიათ წარუდგინოთ საგადასახადო ორგანოს საწვავის ხარჯების ჩამოწერისთვის.



პირადი და სამსახურებრივი გადაადგილებების კონტროლი

თუ თქვენი ავტომობილი გამოიყენება როგორც სამსახურებრივი ასევე კერძო გადაადგილებებისთვის, მაშინ ჩვენი სისტემის მეშვეობით შესაძლებელია მათი დაყოფა. ეს შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც თქვენი და მძროლის ურთიერთობაში, ასევე საგადასახადო ორგანოსთვის.




მუშაობის დაწყების და დასრულების დრო
გაიგეთ სამუშაო დღის ხანგრძლივობა - პირველი დაძვრა და ბოლო გაჩერება.



მანქანის მუშაობის ხანგრძლივობა
გაიგეთ რამდენ ხანს მუშაობდა (გადაადგილდებოდა ან დაქოქილი იყო) მანქანა დღის განმავლობაში.



ჯამური განვლილი მანძილი (დღის ან ნებისმიერი პერიოდის)
გაიგეთ რა მანძილი გაირა მანქანამ თქვენთვის სასურველ პერიოდში.



მონაცემების ექსპორტის საშუალება
გაიდაიტანეთ ნებისმიერი ინფრმაცია MS Excel და PDF ფორმატში. ასევე ამობეჭდეთ ანგარიშები პირდაპირ სისტემიდან.



მომხმარებლების დამატება და წვდომის კონტროლი
დაამატეთ ნებისმიერი რაოდენობის მომხმარებელი, რომლებსაც საშუალება ექნება აკონტროლონ ის მანქანები რომლებზეც მისცემთ წვდომას.



ინტერფეისის ენა

ჩვენი სისტემა ხელმისაწვდომია 20 სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართული, ინგლისური და რუსული.